ხოო
hi
პარალელურ სამყაროში საინტერესო დღე იყო დღეს. შუქი არ იყო რამდენიმე საათი. მარტო ვიყავი თითქმის მთელი დღე. ცოტა მივალაგე. ჩემ მაგიდაზე მტვერი გადავწმინდე. მერე შუქი რომ მოვიდა სერვერები ჩავრთე.
2 დავალება მომცეს ფოტოშოპში. ფოტოშოპის ფორმატის ფაილი გამომიგზავნეს საიტის ბანერების და უნდა ჩამესწორებინა რაღაცეები. ასევე რაღაც წიგნი გამომიგზავნეს და იმ წიგნის ყდით უნდა გამეკეთებინა ახალი ბანერი. ძაან საინტერესო იყო.
ამასობაში პარალელურად მთხოვდნენ დასკანირებულ ნახაზში ჩამესწორებინა რაღაცეები და შემეცვალა კედელი სადაც იყო კარი გამეკეთებინა და კარის ადგილას კედელი. ესეც ძაან კაი იყო.
თან ეს უნდა დამებეჭდა დიდ პლოტერზე A3 ფორმატში. და მივხვდი კიდეკაი როგორ უნდა მექნა. პარალელურად რეკავდა ტელეფონი და ვეუბნებოდი ხალხს 10 წუთში მოვალ, 5 წუთში მოვალ და ეგრე
ყველაზე მეტად ვერ ვიტან ნოუთბუქების პრობლემებს. ინტერნეტი ეთიშებათ ძაან ხშირად და ძნელად იფხვრება:E ხოლმე პრობლემა. თან მაუსი არ აქვთ. ნახევარი საათი რაღაცეები ვიწვალე დღეს 1 ნოუთბუქზე და ბოლოს გამოვრთე და თავიდან ჩავრთე და ჩაირთო ინტერნეტი :| მერე ერთგან დამაყენებინეს სკაიპი და ერთ ქალთან ცუდად მუშაობდა აუთლუქი...
– ხო აი ასეთი დავალებები ნაკლებად მიხარია. არაა საინტერესო. ჩემმა უფროსმა ლინუქსი ჩამიწერა და მითხრა რომ ჯობია სისტემური მხარეც ვისწავლო. იმიტომ რომ სამომავლოდ აპირებს ისეთი კადრის აყვანას ვისაც სერვერებიც ესმის.
პრაქტიკული ჯენი, რომელიც არ დაფრინავს, მეუბნება რომ მაინც ვარ უკვე ინფიცირებული. მაინც გავხდი უკვე ზომბი. და მაშინ ბარემმ რატომ არ უნდა გავხდე კარგი ზომბი. ასეთი აღმოჩენა გავაკეთე რომ ზოგი ზომბი არ ცდილობს განვითარდეს. "პროფესიულად გაიზარდოს". ეზარებათ ალბათ ან არ იციან რა ქნან.
მეც არ ვიცი. მაგრამ პრაქტიკული ჯენი იძახის, რომ უნდა დავისახო მიზანი რომ წლის ბოლომდე მქონდეს ისეთი ხელფასი რომ შევძლო ცალკე გადასვლა. ამას ეთანხმება Jenny in love, რომელიც არის მთვარი ჯენი. და რომელიც იძახის რომ მთავარი არის
, და დანარჩენი არის უბრალოდ დეტალები. ყველა ჯენი, მიუხედავად იმისა რომ სხვა მრავალ საკითხზე მუდმივად დაობენ, ამაში ეთანხმებიან.
ასე რომ.. I need a plan, again. უნდა ვისწავლო სასარგებლო რაღაცეები. პირველ რიგში უნდა ჩამოვყალიბდე რა მჭირდება.
და ასევე მინდა რეჟიმი. პირველ კვირაში ვაკეთებდი მულტფილმს საღამოობით, მეორე კვირა ვკითხულობდი A Song of Ice and Fireს, და წინა კვირას დებილივით ვიჯექი საღამოობით. აი Supernaturalის სერია როა ძინი და სემი რაღაც ოფისში რომ მუშაობენ და ძინი როგორიც არის. ეგეთი უნდა გავხდე. მაინც უკვე ინფიცირებული ვარ და ჯერჯერობით მინიმუმ ორთვე ნახევარი ვიქნები კიდე.
თუმცა მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი არ მაინტერესებს :( აი ნებისმიერი რაღაც ფოტოშოპთან დაკავშირებული უფრო სასიამოვნოა ჩემთვის :(( მაგრამ რავი უნდა რაღცნაირად გადავლახო თავი ან არ ვიცი. სხვა გზა არაა. რეალურად IT სფეროში უკვე მაქვს რაღაც საფუძველი, უბრალოდ როგორც ლინიჯში ვკაჩაობდით ეგრე უნდა განვავითარო პერსონაჟი.უკვე ვარ А გრეიდი და გრაფიკულ სფეროში D გრეიდი ვარ
საბი ნობლესი პუხა არმორი და ეპიკიც რომ გავითვალისწინოთ...
კაი დავიძინებ
P.S. მერე საიტზე რო ვნახე ჩემი გაკეთებული ბანერი ისე გამიხარდა
აი რატო მემართება სულ ასეთი რაღაცეები ჩემი თავის მტერი ვარ
Monday, January 16, 2012
Posted by
Jenny
at
23:19
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
isa da sites tu dalinkavdi chvenc gagvixardeboda...shegifasebdit shromas....
ar minda vtqva sadaa paraleluri samkaro :$ da araferi araaa ubralod kda amovweri da win raRac davawere :3
Post a Comment