Tuesday, January 24, 2012

hi blog :)

parallel universe news: სამშაბათს არ იყო შუქი. ერთ გოგოს გამოვართვი წიგნი და 6 საათი გაუჩერებლად ვკითხულობდი. პატარა შრიფტით ეწერა და მერე რომ გავედი მარშუტკის ნომრებს ვერ ვხედავდი :/

ცუდი გარემო იყო. ოთახში ეწეოდნენ ბევრი კაცები, გენერატორზე ჩართეს wifi და ლეპტოპით უყურებდნენ ვიღაც .i. როგორ ეკაიფებოდა მოხუც ქალს და ის ქალი ბრაზდებოდა და აგინებდა. ძაან ვიგრუზებოდი რო აწვალებდნენ ამ მოხუცს და მერე 3ზე ჩემმა უფროსმა გაგვიშვა.

ხოდა მეორე დღეს უცებ შემეზიზღა ყველაფერი. ანუ ხო ვიძახოდი რომ უნდა ვისწავლო და ბლაბლაბლა და აი თვითონ ეს "საგანი" :))) შემეზიზღა და არ დამაინტერესა ძაან. გული მერეოდა სისკოზე და მაგ ყველაფერზე. აი ისე ვიყავი კინაღამ წამოვედი. კიდეკაი ხუთშაბათს დასვენება იყო ცოტა დავწყნარდი და მერე პარასკევს ისე მოხდა რომ ფოტოშოპში ვაკეთებდი მთელი დღე რაღაცას და კიდე პარალელური სამყაროს ფეისბუქი ჩავიბარე.

თან ჩემმა უფროსმა ვიღაცისგან ითხოვა სისკოს ფაირვოლი რომ მე ვივარჯიშო. კაი ადამიანია ისე მართლა და ბევრ opportunityს მაძლევს. უბრალოდდ გონია რომ ქსელებზე გაგიჟებული ვარ და ძაან მაინტერესებს ეს ყველაფერი. თავიდან, სანამ რეალურად ვნახავდი როგორ უინტერესო ტვინის ბურღვასთან მქონდა საქმე, მართლა მაინტერესებდა :3

თან "ბედი არ გინდა?!" :)))) ეს ფაირვოლი ძაან განსხვავდება რუტერისგან კონფიგურაციის მხრივ. ანუ ბევრი რამე მაქვს სასწავლი და არ ვიცი საიდან ვისწავლო და არც მაინტერესებს :))))

რავი. მერე ერთმა ჩემმა ნაცნობმა რომელიც სისტემური ადმინისტრატორია, მითხრა რომ თვითონაც ძალით ისწავლა და არ აინტერესებდა. და "რაც გვაინტერესებს და გვსიამოვნებს იმაში როგორც წესი ფულს არ გვიხდიან".

ჰმ..

ხო ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ფაირვოლთან უნდა გავერკვიო. კიდე აი ძაან პატარა დეტალებზე არის ჩემი განწყობა და მოტივაცია დამოკიდებული. მოკლედ ~same old song~*

ა ხო და კიდე ხელფასს ვიღებ ამ კვირაში :3 არ ვიცი რა ვქნა იმდენი იდეა მაქ :))) არადა თითქოს არ მჭირდებოდა ფული და ეხა აი 120984019284 რაღაც მომდის თავში. მაგრამ wise Jenny შეავსებს თითქმის გათავებულ ზაპასებს და დახარჯავს ფულს მხოლოდ ყველაზე აუცილებელ რაღაცეებში Photobucket

და ბლოკნოტი მექნება სადაც ყველაფერს ჩავიწერ Photobucket

1 comments:

Anonymous said...

Hi blog - by blog