hi
ორი დღის წინ ძაან თბილი და საყვარელი საღამო იყო. აი ისეთი რომ, აი მასეთი დღეებისთვის რომ აქვს ცხოვრებას აზრი. და რეალობა ისაა რომ ეგ საღამო არ იქნებოდა რომ ვმუშაობდე. სახლში დავბრუნდი ღამე 3ზე. რომ ვმუშაობდე დავბრუნდებოდი 11ზე 12ზე. და ის დროც, რაც ერთად ვიქნებოდით ისეთი არ იქნებოდა.
იმიტომ რომ როცა მუშაობ სულ დაღლილი ხარ. ანუ მე ვგულისხმობ გრაფიკით მუშაობას 9:30დან 6მდე ან რაღაც ეგრე. სულ დაღლილი ხარ და სულ გეძინება. თუნდაც 10 საათი გეძინოს – მაინც.
და ყოველთვის როცა ეხუტები, თვალებს ხუჭავ, რაღაცნაირი თბილი მომენტია – და ამ დროს თვალებზე გაწვება ეს დაღლილობა. რაღაცნაირი ტრაგიკული დაღლილობა. და თან ყველაფერს უყურებ ზედმეტად სენტიმენტალურად. იმიტომ რომ დროში ხარ შეზღუდული. უყურებ საათს. კიდე 1 საათი შეგიძლიათ იყოთ ერთად. კიდე 15 წუთი თუ სახლში როგორც კი მიხვალ უცებ მიიღებ დუშს და ეგრევე დაწვები. ბურთი გაქ სულ ყელში და რაღაცნაირი საცოდავი ხმით ლაპარაკობ.
სწორედ მაგ დღეს, სანამ სახლიდან გავიდოდი პირველად შევედი jobs.geზე. პირველად ანუ რაც იქიდან წამოვედი. მანამდე აი ინტერნეტიც რომ გამეთიშა, network connectionში შესვლა არ მინდოდა, დაპინგვა არ მინდოდა ისე მეზიზღებოდა ყველაფერი სამსახურის სფეროსთან დაკავშირებული.
და იმ დღეს შევედი. ვაკანსია იყო რაღაც საავადმყოფოში. ღამე რომ დავბრუნდი, დედლაინი უკვე გასული ქონდა მაგრამ გვერდი გახსნილი დავტოვე და მაინც გავაგზავნე დილის 5ზე. თან უცნაური ის არის რომ გუგლი და gmail გაითიშა როცა გაგზავნა მინდოდა :)))) აი გლობალი რომ გაითიშოს კიდე ხო, მაგრამ გუგლი :D ნუ დაველოდე ერთ 10 წუთში ჩაირთო და გავაგზავნე.
დილით დამირეკეს და პარასკევს დამიბარეს გასაუბრებაზე :|
მერე დღესაც დამირეკეს პარალელური სამყაროდანაც და იქაც ხვალ დამიბარეს :|v2
და ეხა არ ვიცი რა ვქნა. რეალურად გავაცნობიერე რომ ეს გრაფიკიანი ჩვეულებრივი სამსახური მჭირდება მარტო მშობლებისთვის. იმიტომ რომ იმათ უნდათ ასე. და პირად ცხოვრებაში სინამდვილეში უარესად ვიქნები თუ ვიმუშავებ. ნუ ადრე მინდოდა რომ მექირავა ოთახი ხო. რომ რამდენი ხანიც გვინდა ვყოფილიყავით ერთად. ეს ოცნება ასრულდა მანქანით. და სინამდვილეში ეს უკეთესია ვიდრე ოთახი. იმიტომ რომ ოთახში არის კიდე ბევრი გარეშე ფაქტორი რომელიც არ გჭირდება მაგრამ ვერ გაექცევი.
ასე რომ ოთახის ქირაობა ისეთი აქტუალური აღარ არის დღეს ჩემთვის. ყოველშემთხვევაში იმ "ტრაგიკულ დაღლილობად" არ მიღირს. და რეალურად ესეც დამოკიდებულია მშობლებზე. როგორ მომექცევიან იმის მიხედვით მომინდება მარტო გადასვლა ან არ მომინდება. lol
მდა
ხო ნუ რავი კიდე შევეცადე რაღაც მატერიალური სტიმულები გამომეწვია ჩემში. ნუ ექიმთან წავალ, ოკ, რაღაც საჩუქარს გავაკეთებ – ოკ, მაგრამ ეს ისეთ საღამოს ვერ შეცვლის. ახალ კომპს ვიყიდი – ოკ, მაგრამ სად უნდა ვითამაშო და თან ისევ სასწორზე ისეთი საღამო vs ახალი კომპი და მოკლედ ნებისმიერ რამეს გადაწონის "ისეთი საღამო".
და თან მაქვს poooooor plan B. შევკერავდი ყველაზე საყვარელ სათამაშოებს და გავყიდიდი და კიდე ფოტოშოპს ვისწავლიდი და შემდეგ შეკვეთებს მივიღებდი ხოლმე გრაფიკულ რაღაცეებზე :(
აი მაშინ რომ დავბრუნდი 3ზე, წარმოვიდგინე რომ რამე საქმე მაქვს გასაკეთებელი და სიამოვნებით გავაკეთებდი. აი თუნდაც თარგმნა – აი გადავთარგმნიდი თუნდაც მომდევნო 12 საათი განუწყვეტლივ. უბრალოდ ისე კარგად ვიყავი..
არ შემიძლია გრაფიკით რა :(((( ფსიქიკას აფუჭებს ეს გრაფიკი. და ხვალ მითრევენ ისევ უკან ასეთ ცხოვრებაში...... და არ ვიცი რა ვქნა. ეს plan B ან გამოვა ან არა და სახლში ვერ გაიგებენ. ანუ რეალურად მშობლების გულისთვის უნდა გავიფუჭო ცხოვრება. ლოლ. რაღაცნაირად ჟღერს მაგრამ მართლა ასეა. სხვა მამოტივირებელი ფაქტორი არ არსებობს. აუ რატო ვისწავლე და ჩავაბარე.. რაღაც დავუმტკიცე ვითომ ჩემ თავს თუ რა იყო აი რა მინდოდა პროსტა :(((((( ыыыы უფასოდ დავდივარ კურსებზე შანსი უნდა გამოვიყენო და AHA MIIGE EXA IKAVI ZOMBI IMUSHAVE GRAFIKIT
Thursday, December 15, 2011
Posted by
Jenny
at
21:22
Subscribe to:
Post Comments (Atom)
8 comments:
jeny me vmushaob mag grafikit magram eget sagamoebsac ar vikleb :) ase rom memgoni jobia imushao da mere shentviton dainaxav rogor miechvevi da mag sagamoebistvisac gamonaxav dros... ravici me ase vfiqrob :)))
მაგრად უბერავ ეხლა შენ.
არასწორი დამოკიდებულება გაქვს და არ აღიქვამ შესაფერისად სიტუაციას : )
ამძაფრებ და აბუქებ ყველაფერს : )
არავის გამო არ უნდა იმუშავო უნდა იმუშავო იმიტომ რომ მერე უფრო მეტი ეგეთი საღამო მოიწყოდა საერთოდაც ყველაფერი წონასწორობაშია
მორჩი წუწუნს, არ მოგბეზრდა? : )
ზოგადად მუშაობაზე ხო არ ვიძახი მე ვიძახი გრაფიკით მუშაობაზე
zombie people tell me being zombie is cool
რამდენი ხანი იყავი სახლში მანამ, სანამ ამას ისწავლიდი, ჩააბარებდი და სახლში მუშაობას დაიწყებდი?
ბევრი სათამაშო შეკერე გასაყიდად?
ბევრი რამე ისწავლე ფოტოშოპში ან ბევრი განცხადება გააგზავნე სადმე, რომ შეკვეთები მიგეღო "გრაფიკულ რაღაცებზე"?
გაიხსენე ის დრო, როდესაც თარგმნიდი. როდესაც სიფათს იხევდი მთელი ღამე, იყავი ბედნიერი? როცა ფსიქოლოგიას სწავლობდი(წინა პოსტში გეწერა, ფსიქოლოგად უფრო სიამოვნებით ვიმუშავებდიო) და რეალურად გქონდა საშუალება ამ საქმისთვის მოგეკიდა ხელი, იყავი ბედნიერი? :)
იფიქრე ამაზე :)
მე კი მესმის, რომ ჩვენ ყველანი დადებილებული ზომბები ვართ, რომლებიც ფულის გამო, ცხოვრების მშვენიერებებს ვეღარ ვამჩნევთ, მაგრამ მაინც იფიქრე ამაზე.
"რამდენი ხანი იყავი სახლში მანამ, სანამ ამას ისწავლიდი, ჩააბარებდი და მუშაობას დაიწყებდი?"
"სახლში" - ზედმეტი იყო წინადადებაში.
liolb
ukacravad,ro vigac aris so much cooler,to have boring office cxrasaatze adeqi midi kbilebi gaixexe ijeqi mtelidge skamze mere mockenilobisgan emociebdachlungebuli cadi saxlshi daegde daidzine life =)
da ukacravad ro kvela ver exciteddeba ponaroshku,cxovrebaze romelic sxvebs akmakofilebs an daijeres rom akmakofilebt,imitoro cucunis gamo cudi roja ar gamochndnen.
(hug)
being zombie is cool :bis:
Post a Comment